რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ბრალდებულმა, ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში დააკავა.

დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×