რეზონანსი
27.04.2019

 ქარელის რაიონში, ღვთისმშობლის წმინდა ევაგრეს სახელობის ტაძრიდან ჯვარი მოიპარეს, სადაც წმინდა ნაწილები იყო განთავსებული. ასევე წაღებულია წინამძღვრის სამოსელი და საცეცხლური.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ტაძარში მყოფმა სასულიერო პირებმა და მომლოცველებმა ფაქტი დილის მსახურებისას შენიშნეს. ამავე დროს მათ აღმოაჩინეს, რომ მორჩილებაში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ტაძარში აღარ იყო. ადგილზე მხოლოდ ამ პირის ტანსაცმელი რამდენიმე პირადი ნივთი იპოვეს. არსებობს, ვერსია, რომ შესაძლოა მოძღვრის სამოსელი, ჯვარი და საცეცხლური მძარცველმა თაღლითობისთვის, მოწყალების სათხოვად და თანხის შესაგროვებლად გამოიყენოს.

ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციას უკვე ეცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×