იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველ წელს ხდება აღდგომის წინა ღამეს - 2019 წელს უმნიშვნელოვანესი საეკლესიო მოვლენა 27 აპრილს მოხდება. ათობით ათასი მომლოცველი მთელი მსოფლიოდან მიდის ტაძარში, რათა დაესწროს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას, განიბანოს მის მადლითმოსილ ცეცხლში და მიიღოს ღვთის კურთხევა.
ტაძარში მისვლას ხალხი ტრადიციულად წითელ პარასკევს საღამოს იწყებს. დიდ შაბათს დილიდან ეკლესიები უკვე გადავსებულია. ხალხითაა სავსე ტაძრისწინა მოედანიც.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველ დიდ შაბათს თბილისის დროით 15-დან 17 საათამდე ხდება. უდიდეს სასწაულს მღელვარებით ელოდებიან არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანები, არამედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებიც. მათ, ვინც იერუსალიმში ვერ მიდის, ამ სასწაულებრივი მოვლენის ნახვა პირდაპირი ეთერის საშალებით შეუძლიათ.
2019 წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირი ეთერი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულის პირველი თვითმხილველი პეტრე მოციქული იყო.