რეზონანსი
27.04.2019

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი ერთბაშად 4%-ით შემცირდა და ბარელზე $71,9 შეადგინა. ტრამპმა განაცხადა, რომ დარეკა OPEC-ში  (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) და ნავთობზე ფასების დაწევის შესახებ მოუწოდა.

გასულ კვირას ნავთობის ფასი წლის მაქსიმუმს გაუტოლდა. ფასის ცვლილება სასაქონლო ბირჟებზე ვაშინგტონის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, აშშ-მა ირანული ნავთობის იმპორტიორებისთვის შეღავათები გააუქმა. 

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ნაბიჯების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარი ირანიდან ნავთობის ექსპორტის პრობლემას გაუმკლავდება, რადგან სხვა მომწოდებლებს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვს. ოპტიმისტურადაა განწყობილი აშშ-ის ბანკი Goldman Sachs-იც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×