რეზონანსი
27.04.2019

 უკრაინელი ქალბატონი იულია სუსლიაკი, რომლის მიმართ გამოძიება 143-ე პრიმა მუხლით,ტრეფიკინგს და ადამიანებით ვაჭრობას გულისხმობს,სამი დღე 10 ბავშვთან ერთად ანაკლიაში ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ცხოვრობდა.

სასტუმროს მეპატრონე მიმოზა ბარამია პრაიმტაიმთან აცხადებს, რომ ამ ქალის ყოფნამ 10 ბავშვთან ერთად იმთავითვე ეჭვის საფუძვლები გაუჩინა.

"რაღაც საბუთს ელოდა ქმრისგან და აფხაზეთში გადავდივარო, ასე მითხრა. პატარა შვიდი თვის გოგონა მარტო პამპერსით ჰყავდა,გალურჯებული იყო ბავშვი. დიდად არ აქცევდა ყურადღებას. რომ დაიძინებდნენ, კარებთან მივაყურადებდი, რაც მას არ სიამოვნებდა. ბავშვები ეს დღეები შიშით უყურებდნენ. ტირილს რომ დაიწყებდნენ, ამბობდა - არაფერიაო", - თქვა საოჯახო სასტუმროს მფლობელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ქალი ბავშვებთან ერთად ზუგდიდის ცენტრშიც  და ბოლოს სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობდა. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს. შემდგომ კი, მკურნალობის გასაგრძელებლად ქუთაისში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×