რეზონანსი
26.04.2019

 უკრაინელი ქალის, იული სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ქალის მეთერთმეტე შვილის აბაზანაში დაიხრჩიო. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს.

იულია სუსლიაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი შვილია დღეს, 26 აპრილს დააკავეს. შსს-ს მის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული. ამ ეტაპისთვის ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი.

უწყების განმარტებით, სუსლიაკი ბავშვებთან ერთად თბილისში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთში ქმართან გადასვლას აპირებდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ სუსლიაკმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი გადაიყვანა, ხოლო საქართველოში 10 ბავშვი შემოიყვანა. შსს დაკარგულ ბავშვს ინტერპოლით ეძებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბავშვი პირად საუბარში ყვება, რომ იულია სუსლიაკი დედამისი არაა და სიკვდილის შიში აქვს, ხოლო ერთი ბავშვი აშშ-ს მოქალაქეა.

ონ.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×