რეზონანსი
26.04.2019

 ქართველმა მეზღაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე ლიბიიდან დაბრუნდნენ, თუმცა მათ სარფის საბაჟო ხმაურით დატოვეს.

მანუჩარ კეკელიძის განცხადებით, მას პრობლემები საზღვარზე ქართულ მხარესთან შეექმნა. მისი თქმით, მებაჟეებს კითხვები ჰქონდათ, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა გახდა უკმაყოფილების მიზეზი.

„უაზროდ გამაჩერეს. რაღაც შეკითხვები დამისვეს, პასპორტზე ბეჭდებს ამოწმებდნენ. მებაჟემ ფოტო გადაუღო ჩემს პასპორტს და ვიღაცას WhatsApp-ით გადაუგზავნა, ლიბიიდან გამოგვიშვეს და აქ რაღაც პრობლემებს მიქმნიან"- განაცხადა მანუჩარ კეკელიძემ.

მეზღვაურებს სარფში ოჯახის წევრები და ნათესავები ეხლოდებოდნენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის, რომ სავაჟოზე მეზღაურებს მთავრობიდან და საგარეო საქმეთა სამინიტროდან არავინ დახვდათ.

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმის გამო ვერ ტოვებდნენ ქვეყანას. მისი განმარტებით, ლიბიის საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×