რეზონანსი
26.04.2019

 ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქის საქმეში ახალი და სკანდალური დეტალებია. ქართველი სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ იულია სუსლიაკი უკრანიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვთან ერთად შევიდა.

რუსეთიდან საქართველოში კი ის 10 მცირეწლოვანთან ერთად შემოვიდა. ახლა მე-11 ბავშვს ინტერპოლის საშუალებით ეძებენ. ქალი ამბობს, რომ მას მე-11 ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე გარდაეცვალა.

„ქრონიკას“ დღეს წყარომ მიაწოდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ექცეოდა დაკავებული ერთ-ერთ ბავშვს საავადმყოფოში. მედპერსონალი ამბობს, რომ ქალის გულგრილობამ ისინი შოკში ჩააგდო.

იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა დღეს, ქუთაისის საავადმყოფოში დააკავეს. მას ბრალი უკვე წაუყენეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×