რეზონანსი
26.04.2019

 (რეზონანსი) კრასნოდარის მანქანათმშენებლობის ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახურავის ნაწილი უკვე ჩამოშლილია, ხოლო შავი კვამლი ქალაქის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩანს.

ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება კრასამაშის შენობას. "კრასამაში"არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია იარაღებისა და საბრძოლო მასალების წარმოებაში. ქარხანაში ასევე აწარმოებენ ბალისტიკურ რაკეტებს.

ვარაუდობენ, რომ კრასამაშის ქარხანაში იგეგმება კონტინენტალური ბალისტიკური რაკეტის, "სამრატის" წარმოება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×