რეზონანსი
26.04.2019

 მარიამ ბოლქვაძე

პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც დონბასის მაცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას ითვალისწინებს, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი სასწრაფოდ ითხოვს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.

 

"კიევი აპირებს, რომ რუსეთზე ზეწოლა დიპლომატიური და სანქციების გზით განახორციელოს," - განაცხადეს პრეს-სამდივნოში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეს ქმედება მანამდე ევროკავშირმაც დაგმო და ომში დამარცხებული ქვეყნის სუვერენიტეტზე ახალი თავდასხმა უწოდა.

"პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი სადავო განკარგულება, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტზე კიდევ ერთი შეტევაა," - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა ფედერალური სამსახურის უფროსმა, ფედერიკა მოგერინიმ.

 

ევროკავშირის განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამ გადაწყვეტილების მიღება იმაზე მიანიშნეს, რომ მოსკოვს უკრაინის დესტაბილიზაცია და კონფლიქტის გამწვავება სურს და რუსეთს მოუწოდა,

რომ მინსკის შეთანხმების საწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავოს, რომელსაც ხელი 2015 წელს უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის ლიდერებმა მოაწერეს.

25 აპრილს, რუსეთის ეს ნაბიჯი გერმანიამ და საფრანგეთმაც დაგმეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას დიდად შეაფერხებს.

 

უკრაინის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ამ ნაბიჯს "სახელმწიფოს შიდა სამზარეულოში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევა" უწოდა.

"ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში, დონბასში, საკუთარი სამხედრო ნაწილის ყოლა გაამართლოს,"- განაცხადა პოროშენკომ ვიდეო მიმართვაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×