რეზონანსი
26.04.2019

 (რეზონანსი) "რუსთავი 2"- ის დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიტყობთ, რომ ახალ სივრცეში - "ნიკას არხზე" დაიწყებს განსხვავებული ინტერვიუების დადებას და იმის თქმას, რაც სურს.

"გამოიწერეთ ჩემი არხი YOU TUBE-ზე. რადგან არ უნდოდათ ეთერში გინება, მაინც ვიპოვნე სივრცე, სადაც იმას ვილაპარაკებ, რაც მინდა, და ისე ვილაპარაკებ, როგორც მინდა. გპირდებით საინტერესო ინტერვიუებს განსხვავებულ და საინტერესო ფორმატში. მოკლედ, თავისუფალ სივრცეს გპირდებით.

გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიპოვეთ ჩემთან ერთად თავისულფება! გამოიწერეთ ჩემი არხი და მუდმივად იყავით საქმის კურსში! გამოიწერეთ ჩემი არხი და უყურეთ განსხვავებულ ინტერვიუებს განსხვავებულ სტუმრებთან!", - წერს გვარამი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×