რეზონანსი
26.04.2019

 (რეზონანსი) ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინა. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!" ძახილი დაიწყო.

ნარკომოვაჭრეებმა გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ისინი მაინც დააკავა. მათი სახლიდან სამართალდამცველებმა მარიხუანა და დიდი ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრეები და თუთიყუში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათი აზრით, თუთიყუშს პოლიციის მანქანებზე რეაგირება ასწავლეს. დაკავებული თუთიყუში ადგილობრივ ზოოპარკში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×