რეზონანსი
26.04.2019

 (რეზონანსი) ელექტრომობილების მეპატრონეები მეორე დღეა ბათუმის ბულვარში გაშლილ კარვებში შიმშილობენ.

მათი განცხადებით, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებამ, ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე, ოჯახები შემოსავლის გარეშე დატოვა.

ელექტრომობილების მეპატრონეები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

„ბანკიდან სესხები ავიღეთ, რომ ელექტრომობილები შეგვეძინა, შევიძინეთ და ახლა მუშაობის ნებართვას პირველი მაისიდან არ გვაძლევენ. ბანკში თანხა რით გადავიხადოთ? რა გავაკეთოთ? მთავრობა ფიქრობს ჩვენზე? თანახმა ვართ, რომ რეგულაციები დაწესდეს. ჩვენ არ გავაქირავებთ

ელექტრომობილებს ნასვამ პირებზე და შესაბამისად, ინციდენტები თავიდან იქნება აცილებული. არ ვწყვეტთ შიმშილობას, ჩვენ ამ მდგომარეობამდე ხელისუფლებამ მიგვიყვანა", - აცხადებენ ელექტრომობილების მეპატრონეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×