რეზონანსი
26.04.2019

 დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი გახსნილია. ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. სასულიერო პირები და მრევლი უკვე ზედა მონასტერში ავიდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განმარტებით, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა.

მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებდნენ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×