რეზონანსი
26.04.2019

 ისრაელში საქართველოს საელჩომ 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადება გაავრცელა.

საელჩოს ინფორმაციით, ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს ქვეყნებიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ ზომებს იღებს.

„ამ დღისთვის მოქალაქეებმა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია, თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან. პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შესაძლოა, ჩაითვალოს როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად. შესაბამისად, ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით, შესაძლოა, ძალა გამოიყენონ.

აუცილებელია, ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებში შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ – ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირებს გამოაძევებენ მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×