რეზონანსი
25.04.2019

ლევან ჯიბღაშვილის თქმით, ის დაკავებისას,  თავისი ადვოკატის, კახა გიგუაშვილის სახელს ახსენებდა და არა,  შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე მფარველობდეს შსს. რაც მჭირს დღეს, რაც დამემართა, ყველაფერი დამმართა შსს-მ. დამაკავა,  შემიზღუდა უფლება არ დამერეკა ჩემს ადვოკატთან და მათ თავისუფლად შეეძლოთ მე გავეშვი და სანამ არ დასრულდებოდა  ექსპერტიზა.  როგორც წარნმოგიდგენიათ, რომ მე მფარველობს ადამიანი, ვისი დამსახურებითაც ვარ ამ მდგომარეობაში“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მისი თქმით, იგი ცნობილი ადამიანია, აქვს გავლენები, ურთიერთობები სხვადასხვა პოლიტიკოსებთან და ფოტოებიც ბევრ მათგანთან აქვს გადაღებული. რაც არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ ვინმე მფარველობს.

„საბანაძესთან რომ ვერ ეპოვათ ფოტო, ხომ არ ატყდებოდა ეს ამბავი ან კახა კალაძესთან რომ მქონოდა ფოტო, საბანაძეზე ხომ არ იფიქრებდნენ. მოხდა ამ საკითხის პოლიტიზირება ჟურნალისტების მხრიდან“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×