რეზონანსი
25.04.2019

 მეტროსადგურში მოქალაქეების შემოწმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. როგორც უწყებაში აცხადებენ შემოწმება პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება:

„მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ კანონის" საფუძველზე, შეაჩეროს და შეამოწმოს პირი თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად."- განუცხადეს „ნიუპოსტს" უწყებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×