რეზონანსი
25.04.2019

 მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს დაპატიმრებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მისი თავისუფლებაზე დატოვება დაუშვებელია.

ის არ დამშვიდდება და ყველანაირად ეცდება ზელენსკი „შეარყიოს. მისი თავისუფლებაზე დატოვება იქნება დიდი შეცდომა,- განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა.

თუ პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ იქნება, ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, რადგან ნებისმიერ კეთილშობილებას სისუსტედ განიხილავს. მე ეს ჩემი გამოდცილებიდან ვიცი. ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში, ის დანას ზურგში ჩასცემს", - ამბობს სააკაშვილი „სტრანასთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება ზელენსკის შეფასებას, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ის თანამდებობისთვის კარგად არის მომზადებული. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დასკვნა ზელენსკის ფილმის „ხალხის მსახური"-ს ნახვის შემდეგაც გამოიტანა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×