რეზონანსი
25.04.2019

 ქურდობა ბათუმში - ღამით ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მობილურების მაღაზია გაქურდეს. დამნაშავეებმა მაღაზიიდან 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.

მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, ქურდობის ფაქტი ახლომდებარე სამმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მისი განმარტებით, დამნაშავეები არასრულწლოვანები არიან.

„ჩემთან ზარი შემოვიდია მეზობლისგან, თვითმხილველისგან. 7 იყო საათი რომ მოვედი მაღაზიასთან. უკვე გატეხილი, გაძარცვული და განადგურებული დამხვდა აქაურობა. სამართალდამცავებს ვაცნობეთ. იყვნენ მოსულები, აღწერეს, დაახლოებით 20 000 ლარის საქონელია, მობილურები წაღებული. თანხა არ არის გატანილი, მხოლოდ მობილურები, "- განაცხადა მაღაზიის მეპატრონემ ფატმან თურმანიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×