რეზონანსი
25.04.2019

 სოციალურ ქსელში მომხმარებლები ინფორმაციას აქვეყნებენ, რომ მე-3 დღეა გარეჯში ჩასულ მომლოცველებს და სტუმრებს უდაბნოს მონასტერში მისასვლელი ბილიკი გადაკეტილი ხვდებათ, აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის მიერ.

პოსტის ავტორის თქმით აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ბილიკები ჩაჰყავთ თავიანთი სასაზღვრო ბაზისკენ და უდაბნოს მონასტერში ორივე ჩასასვლელს ბლოკავენ, ბილიკების მოსაწყობად კი კლდეში ნაკვეთი ტაძრებიდან და სენაკებიდან ჩამოცვენილ ქვებს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომგარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. ამასთან, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. საქმე ისაა, რომ საზღვრის სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია, რომელიც 1996 წლიდან მუშაობს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეთანხმდა ტერიტორიაზე - გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთაზე, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×