რეზონანსი
25.04.2019

 ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მალხაზ მაჩალიკაშვილს მიმართავს:

“მივმართავ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომელსაც აქციას აწყობინებენ ზაზა სვანაძის მხარდასაჭერად. როგორც მითხრეს, მისი გვერდი იმართება სხვა ჯგუფის მიერ და არც ერთი პოსტი არაა დაწერილი მაჩალიკიშვილის მიერ. ამიტომ სარგებლობენ მისი სახელით და ათას სიბინძურეს წერენ მის გვერდზე. ბატონო მალხაზ, თქვენ პანკისელი კაცი ხართ, ქალს რომ არ აკადრებთ არაფერს ვიცი. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს და არ იცით ზაზა სვანაძემ რა ჩაიდინა. ჩემს შვილს, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, ჩემს გასამწარებლად ყელის გამოჭრით დაემუქრა და ზის ამისთვის! ასევე ყელის გამოჭრით დაემუქრა ჟურნალისტ ნინო არღვლიანს. სიბნძურეები გაუვრცელა ჟურნალისტ ნანა ლეჟავას! მინდა იცოდეთ ხვალ რა პროვოკაციას გიგეგმავენ და ნუ აჰყვებით!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×