რეზონანსი
24.04.2019

 (რეზონანსი) ამ წუთებში ვაგზლის მოედანზე მეტრო კვლავ გაჩერდა. როგორც "რეზონანსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეფერხება სერიოზულია და უახლოეს პერიოდში მოძრაობა ვარკეთილის მიმართულებით არ აღდგება.

საგდურის მეტროს თანამშრომლები და უსაფრთხოების სამსახური შეფერხების ტექნიკურ მიზეზს ვერ ასახელებენ და მგზავრებს ურჩევენ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტით ისარგებლონ. თბილისის მერიის პრესსამსახურში ki აცხადებენ, რომ შეფერხება მეტრო გოცირიძეზე სადენის დაზიანებამ გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა პირველ ხაზზე.

მეტროში მგზავრობის მსურველებს უკან აბრუნებენ, რადგან ამ წუთებში "ვაგზლის მოედანზე" ცარიელი ვაგონები არის გაჩერებული.

გვანცა წულაია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×