რეზონანსი
24.04.2019

 ყოფილი პრემიერის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე უდოს კომისიაში განხილვა დასრულდა. საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა საბჭომ მიიღო. ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე უარი ეთქვა.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკითხი კომისიამ 11 აპრილს განიხილა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა. 

შეგახსენებთ, უდოს კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×