რეზონანსი
24.04.2019

 (რეზონანსი) ფაქტია დილემის წინაშე ვდგავართ, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, - ამის შესახებ განცხადება "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა, რითაც 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა .

"ფაქტია, რა დილემის წინაშე ვდგავართ. ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეს ისე განვითარდეს მოვლენები რომ ვინმემ მსგავსი პროვოკაცია გამოიყენოს. ფაქტია რომ კვირა დღეს არავის არ ჰქონია მცდელობა ამ პროვოკაციის გამოყენების და რომ ყოფილიყო ღმერთმა იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

ამიტომ აუცილებელია რომ ქვეყანას ჰყავდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონდე ხელისუფლება და ცვლილებები აბსოლუტურად აუციელებელია. ეს ცვლილებები უნდა მოხდეს მართლა ძალიან რადიკალურად და პრინციპულად. რადიკალურში არ ვგულისხმობ არასტაბილურობით ცვლილებას, ვგულისხმობ არჩევნებით ცვლილებას", - განცხადა ბურჯანაძემ "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×