რეზონანსი
24.04.2019

 (რეზონანსი) 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნარკოდანაშაულზე ბრალდებული მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

"ვინაიდან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა სახეობის და რა ოდენობის ნარკოტიკი იქნა ჩხრეკის შედეგად ამოღებული.

როცა საუბარია დიდ ოდენობაზე, ეს არის სამართლის ენა. ეს დიდი ოდენობა სულ, 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკია. ეს არის სულ ის ნარკოტიკული საშუალებები და ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად", - განაცხადა გიგუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×