რეზონანსი
24.04.2019

 (რეზონანსი) ჩხოროწყუში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

"პირველი არხი" ინფორმაციით, სახლიდან მეზობლებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც მწოლიარე ავადმყოფები არიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე შეძლეს, ახლა კი, ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. მათ სახლიდან ნივთებიც გამოიტანეს.

რამ გამოიწვია ხანძარი ქებურიების სახლში, ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×