(რეზონანსი) "პანკისში მოხდა სამარცხვინო ამბავი ქართველებისთვის და პასუხისმგებლობას მე ვაკისრებ გაუნათლებელ ბიძინა ივანიშვილს და მის დამქაშს და ბრმად ნების შემსრულებელს ამ შს მინისტრს", - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი შენგელაიმ "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
"მაგათ არაფერი არ იციან, მე ბიძინას ბევრჯერ ვუკიჟინე შენ ხარ გაუნათლებელი კაცი-მეთქი, ამათ არ იციან პანკისელების შესახებ. ეს ვაინახები შამილს გადაუდგნენ, გადმოვიდნენ საქართველოში. პატივისცემის მეტი ქართველებს და ქისტებს შორის არასოდეს არაფერი ყოფილა. ბოდიშს ვიხდი, ჩემ ფეხებზე წაიღებენ პანკისიდან. პანკისელები არიან ძალიან წესიერი ხალხი, მაგათ წესიერებას მიაყენეს დატყმა. ვის აშინებთ თქვენ თქვენი ტექნიკით? არავის თქვენი არ ეშინია! მაგ ხალხს განსაკუთრებით აქვთ ვაჟკაცობა.
არავის არ აქვს უფლება პანკისის ხეობაში ამხელა პოლიციის შეყვანის. პანკისელებთან ყველაფერზე მოლაპარაკება შეიძლება. ამ გადაცდომაზე ხელისუფლებამ იცი როგორ უნდა აგოს პასუხი? მე ჩამოვაყალიბე ახალი მოძრაობა "ხალხის ნება", ხალხი ქირაობს მთავრობას და თუ მთავრობა ვერ ასრულებს მის ნებას, აქვს უფლება გადააყენოს მთავრობა. ჩვენი ხალხი, ვისაც დარჩა ნამუსი, ვისაც უჭირს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვინც წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილს, უნდა შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, სადაც რიგგარეშე არჩევნები უნდა მოვითხოვოთ. ისეთი სირცხვილი ვჭამეთ პანკისში და ყველგან, მოთმენა შეუძლებელია, უნდა მოვითხოვოთ მაგათი წასვლა და რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა შენგელაიამ.