ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რუსეთს ტარიელ ონიანის ექსტრადირების შესახებ ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. როგორც Deutsche Welle-სთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ონიანი კრიმინალური სამყაროს ცნობილი მოღვაწეა, რომელსაც "კანონიერი ქურდის", "ტაროს" სახელით იცნობენ. ესპანეთში მას დანაშაულებრივი დაჯგუფების შემაგდენლობაში უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრება ედება ბრალად და სასჯელის სახით 8,5-წლიანი პატიმრობა და 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ელოდება.
ესპანეთის პროკურატურის მიერ გაგზავნილი 38-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ონიანი და მისი თანამზრახველები 1995 წლიდან 2005 წლიდან ესპანეთში უკანონო საქმიანობას ეწეოდნენ. ესპანური გამოძიების მტკიცებით, ყოფილი სსრკ-სა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამოძალვის, საწარმოების "გაკონტროლების" და ნარკოტიკებით ვაჭრობის გზით მიღებულ თანხებს ონიანი ესპანეთში ლეგალურ სარესტორნო და სამშენებლო ბიზნესში აბანდებდა.
რუსეთი ტარიელ ონიანს ესპანეთს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გადასცემს. ქართველ კრიმინალს კი აეროპორტშივე დააკავებენ და მას უკვე ესპანური მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს პასუხისგება.