რეზონანსი
24.04.2019

 კვირია ჩიტაშვილი 30 წელია, თელავის ქუჩებში მღერის და გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება. წლების განმავლობაში, ის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ხალხმრავალ ადგილებში, ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს თუშურ გარმონზე ასრულებდა. მოსახლეობისგან შემოწირულ თანხას კი, თელავის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს სწირავდა.

ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ, სიმღერით ნაშოვნი ფულით, ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის თბილ ტანსაცმელსა და სასწავლო ნივთებს ყიდულობს.

ინსტრუმენტი, რომელზეც ახლა კვირია ჩიტაშვილი ქართულ სიმღერებს მღერის, სპეციალურად მისთვის, ქართველმა ემიგრანტებმა შეიძინეს.

"ემიგრანტებმა დიდი სიკეთე გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა გაჭირვებული ბავშვი ჩვენი შვილია", - განაცხადა მან "პრაიმტაიმთან" საუბრისას.

კვირია ჩიტაშვილს მუსიკალური განათლება არ მიუღია. ის მარტოხელაა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბინაანში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×