საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ Ross-ს ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა.მისი თქმით, რუსეთისთვის დამახასიათებელია, ამერიკის მხრიდან მსგავს აქტივობებსთვის თვალყურის დევნება.
„ზოგადად მოგახსენებთ, რომ ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალყური ადევნონ ან გამოედევნონ ასეთ აქტივობებს, ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიერ როცა ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები და ალბათ, ამ შეკითხვით უფრო უნდა მიმართოთ რუსებს, რა რისკებს ხედავენ,“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი USS Ross შემოვიდა. ნავსადგურში გემის ეკიპაჟის წევრებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ხომალდის მეთაურს აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.