რეზონანსი
23.04.2019

 (რეზონანსი) "გირჩის" "ბიბლიურმა თავისუფლებამ" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე "ანათემას გადასცა".

მათი ინფორმაციით, ისინი ანათემაზე "მთაწმინდაზე კეთილი ადამიანის მოწყობილ კატაკომბაში რეგისტრაციაზე უკანონო უარის თქმის გამო" გადასცეს.

"ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ. ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ. ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ. ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს. Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ. ბახტაძეს მართლა ემართეთ. ბიძინას მიეტოვებინეთ. სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,"- წერია რელიგიური ორგანიზაციის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×