(რეზონანსი)18 წლის მეეზოვემ, ქუჩაში მდგარ ნაგვის ურნაში, ახალშობილი იპოვა. ვარდისფერ ნაჭერში გახვეულ ბავშვს მწერები ესეოდნენ და დაკბენილი იყო.
ინციდენტი ტაილანდის ჩონბურის პროვინციაში მოხდა.
18 წლის მეეზოვემ, ბავშვის დანახვისთანავე, პოლიციას დაურეკა. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მივიდა. ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა განმარტეს, ბავშვი მაქსიმუმ 1 დღის დაბადებული იყო. იგი 3 კგ-ს იწონიდა.
ამჟამად, ახალშობილი საავადმყოფოში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტაილანდელი სამართალდამცველები ბავშვის დედას ეძებენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძება.
"პრაიმტაიმი"