რეზონანსი
23.04.2019

 (რეზონანსი) ცოლზე მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, თორნიკე ნაგლიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპორტმენის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში დანაშაულს, მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

თორნიკე ნაგლიაშვილი ყოფილი მეუღლისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებასთან დაკავშირებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×