რეზონანსი
23.04.2019

 (რეზონანსი) მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ლევან ჯიბღაშვილი გუშინ დააკავეს. დაკავებისას მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მისი არ ყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებისას ლევან ჯიბღაშვილი მისი მაღალჩინოსანი მეგობრის გვარს ახსენებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×