რეზონანსი
23.04.2019

 (რეზონანსი) სინოპტიკოსებით ინფორმაციით, 24 აპრილიდან უამინდობა დასრულდება და საბოლოოდ დათბება. ცივი ამინდები, რომელიც ბოლო 8 დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით იყო, აღარ იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში, 24-25 აპრილს მოსალოდნელია +16+20 გრადუსი. შაბათ-კვირას კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +25+27 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, 24-25 აპრილს მოსალოდნელია +16+19 გრადუსი, ხოლო უქმე დღეებისთვის ჰაერის ტემპერატურა +22+23 გრადუსამდე გაიზრდება.

რაც შეეხება თბილისს, ხვალიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს. მომდევნო 2 დღეში ჰაერის ტემპერატურა +17+19 გრადუსს მიაღწევს, ხოლო შაბათ-კვირას +24+25 გრადუსია მოსალოდნელი.

გვანცა წულაია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×