რეზონანსი
23.04.2019

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან ლაშა ჟვანიას წასვლის შესახებ სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ ჟვანია ადმინისტრაციაში იმ პირობით მივიდა, რომ როცა მენეჯმენტში სიტუაცია დალაგდებოდა უკან, საპატრიარქოს განვითარების ფონდში დაბრუნდებოდა:

"არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×