რეზონანსი
23.04.2019

ლელა კაკულიას "ფეისბუქ" გვერდზე  ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან შრი-ლანკაში დატრიალებული ტრაგედია ჯერ კიდევ 1994 წელს იწინასწარმეტყველა.

„ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, 1994 წელსაა ჩაწერილი, მერე კი არაერთხელ გამოქვეყნებული როგორც მის საავტორო გაზეთში, ისე სხვადასხვა წლებში გამოცემულ წიგნებში „ახალი სიტყვა".

აი, რას წინასწარმეტყველებდა ქალბატონი ლელა 25 წლის წინ.

1994 წელი, 25 აპრილი, საღამოს 5 საათი.

აზია აირევა. ჯერ ერთმანეთს დაერევიან, მერე შეერთდებიან. შეერთება ეხება მუსლიმებს.

ინდოეთში უფრო გამძაფრდება სარწმუნოებრივი ომი, ვხედავ, დიდი ცეცხლი დაინთება - იქნება შეჯახებები, რომელთა შეჩერება შეუძლებელი იქნება.

მთავრობა იძულებული შეიქმნება, მუსლიმებზე მოახდინოს ზეწოლა და შეავიწროვოს. ამით თითქოს საომარ მდგომარეობას აიცილებს და ჩაწყნარდება ყველაფერი.

მუსლიმები იკეტებიან, აწყობენ არნახულ ტერორებს, მთავრობასაც შეეხებიან და ამის გამო დაიწყებენ მუსლიმთა განდევნას ინდოეთიდან...

მუსლიმები, ვხედავ, დაიწყებენ მღვდლების ხოცვასა და ეკლესიების ნგრევას, ფაქტობრივად, ინადირებენ მათზე.

რომის პაპი მოუწოდებს მსოფლიოს ქრისტიანებს, გაერთიანდნენ ამ ძალადობის წინააღმდეგ"...

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×