სუსის თანამშრომლების მოსამზადებლად სპეციალური სასწავლო ცენტრი შეიქმნება.
შესაბამის ცვლიკებებს კანონში თავდაცვისა და უშიშროების, ასევე გამათლების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
ამ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შემადგენლობაში შეიქმნას და განვითარდეს ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მყოფი, უსაფრთხოების სისტემისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის უწყვეტად
მომზადება/გადამზადების განმახორციელებელი სპეციალური მომზადების ცენტრი. კანონპროექტი თავისი არსით ხელს შეუწყობს, მაღალკვალიფიციური კადრებით
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკომპლექტებას. კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავად განახორციელოს შესაბამისი კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამ დრომდე სუსის თანამშრომელთა მომზადება, გადამზადებას
და კვალიფიკაციის ამაღლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის სპეციალური
მომზადების ცენტრის ფუნქციონირებისთვის 2019-2022 წლებში ყოველწლიურად
გათვალისწინებულია 190 000 ლარი. ცენტრი 22 სხვადასხვა კურსის ფარგლებში
ყოველწლიურად ამზადებს 280-300 მოსამსახურეს (ერთი მოსამსახურის გადამზადება
საშუალოდ 630 ლარი).
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცენტრის შესაქმნელად ერთჯერადი ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, ვინაიდან მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებობს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყოველწლიურად საჭირო იქნება 235 000 ლარი, რომელიც დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საშუალოვადიან პერიოდში (2020-2022 წლებში) იგეგმება უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკაზე მორგებული სასწავლო კურსების დამატება და ცენტრის მიერ ყოველწლიურად 400 მოსამსახურის გადამზადება (ერთი მოსამსახურის გადამზადება საშუალოდ 588 ლარი).-წერია კანოპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები არლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.