რეზონანსი
23.04.2019

 ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ნელი ბასილაშვილი დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია ოზურგეთის თეატრის დირექტორმა, ზაზა ჯინჭარაძემ დაადასტურა. მისი თქმით, ნელი ბასილაშვილი ამ დილით ოჯახის წევრებმა ლოგინში გარდაცვლილი ნახეს. ახლობლების თქმით, მსახიობი არ ავადმყოფობდა და მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო.

ნელი ბასილაშვილი 48 წლის განმავლობაში ოზურგეთის თეატრის წამყვანი მსახიობი გახლდათ. მიღებული აქვს არაერთი საპატიო სიგელი და ჯილდო.

„მსახიობი ნელი ბასილაშვილი გარდაიცვალა... თითქოს მართლა ანგელოზმა მოუტანა ფრთები და ღრუბლებს გაჰყვა... მოულოდნელი და ტკივილიანი დილა გაგვითენდა მკაცრი რეალობით. ღმერთმა ნათელში დაგივანოს, ნელი. გვაპატიე, თუ ჩვენს სიყვარულს სათანადოდ ვერ გაგრძნობინებდით“, - წერია ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×