რეზონანსი
23.04.2019

 სამეგრელოში უბედური შემთხვევა მოხდა - მუშა, რომელიც საამქროში მუშაბდა, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მოხდა. ტრაგედიის შედეგად 44 წლის მურთაზ კეკუტია გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრებმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადეს. არსებული ინფორმაციით, საამქროში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები არ იყო დაცული.

საამქრო რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას შვილსა და მარტვილი მერის, ალექსანდრე გრიგალავას შვილს ეკუთვნით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×