რეზონანსი
22.04.2019

 ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი მსახიობ 

ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. იგი ავტომობილით მოძრაობდა, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა. "გავრცელდა აბსოლუტური ჭორი და სისულელე, თითქოს ის დაკავებისას ახსენებდა თანამდებობის პირებს" - განუცხადა "აიპიენს" გიგუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×