რეზონანსი
22.04.2019

 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში, მაშინ როცა პური 10-15 თეთრით გაძვირდა, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოკვლევის ჩატარება დაავალა. მამუკა ბახტაძე ეჭვობდა, რომ ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას ჰქონდა ადგილი. 

მამუკა ბახტაძის დავალებას მალევე გამოეხმაურა კონკურენციის სააგენტო და საზოგადოებას აცნობეს, რომ მუშაობა დაიწყეს. ახლა კი კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, არ აქვთ პასუხი, რამ გააძვირა პური. 

„მონიტორინგი მიმდინარეობს... მიდის საკითხის ძირეული შესწავლა. გამოვკითხეთ როგორც ბაზრის მიმწოდებლები, ასევე - მომხმარებლები, ძალიან ფართოა სპექტრი. გუნდი 24-საათიან რეჟიში მუშაობს, რომ დაიდოს სწორი პასუხი; როგორც კი გვეცოდინება შედეგი, გაგაგებინებთ“, - განაცხადეს "ბიენს" კონკურენციის სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×