რეზონანსი
22.04.2019

 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში საატესტატო გამოცდები გააუქმა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების პრაქტიკაც, რომელიც 2012-2013 წლიდან მოქმედებდა, გაუქმდა.

მართალია სამინისტროში გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად განმარტეს რას ნიშნავს წელს მე-12 კლასელთათვის თავისუფალი დასწრების გაუქმება, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე მაინც გაურკვევლობაშია.

„განათლების სამინიტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს 20 მაისის ჩათვლით, ანუ სასწავლო წლის დასრულებამდე, გაცდენები შესაბამისად აესახებათ ჟურნალში და 30 პროცენტზე და მეტი გაცდენის გამო, მათ ავტომატურად მოუწევთ ექსტერნების ჩაბარება. გაცდენები ("არები") დაითვლება სასწავლო წლის ბოლო დღემდე,“ - განაცხადეს სამინისტროში.

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის ჟურნალში გაკვეთილების გამცდენ მოსწავლეს "არას" აუცილებლად დაუწერენ და წლის ბოლოს მათი დაჯამება მოხდება, თუკი მათი რაოდენობა ერთი რომელიმე საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ს გაუთანაბრდება ან გადააჭარბებს, მოსწავლე გაცდენების ექსტერნ გამოცდას ამ კონკრეტულ საგანში ჩააბარებს. 

როგორც ცნობილია, წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული. ამ გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ, ელექტრონულად განხორციელდება.

EDU.ARIS.GE

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×