რეზონანსი
22.04.2019

 რუსთავში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა. დაკარგული გოგონას ახლობლები ყვებიან, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი საზღვარგარეთ იმყოფება. ახლობლების გადმოცემით, გოგონას გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი ბულინგია, ვინაიდან მან წასვლის წინ წერილი დატოვა.

"წერილი დაუტოვა ბებიას. წერს, რომ მომბეზრდა ყველაფერიო. სავარაუდოდ, ბავშვს ფსიქოლოგიურად პრობლემები აქვს თანატოლებთან, რადგან ფიზიკურად იწუნებდა საკუთარ თავს და წერს, რომ თითქოს მსუქანი ვარო. ბავშვია, შეიძლება ვინმემ რამე უთხრა ისეთი ამის გამო და მეტი რა უნდა ამ ასაკის ბავშვს" - უთხრა "პრაიმტაიმს" დაკარგული მოზარდის ერთ-ერთმა ახლობელმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, გოგონას სამძებრო სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×