არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი დავით უსუფაშვილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პანკისში განვითარებული მოვლენები მმართველი გუნდის უგუნურებაზე მეტყველებს.
უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ამგვარმა გადაწყვეტილებებმა და ქმედებებმა,დაპირისპირების კერების გაჩენა სხვა რეგიონებშიც გამოიწვიოს.
„ვუახლოვდებით სახელისუფლებო ვაკუუმს, რაც არის სერიოზული პრობლემა. გუშინ არ არსებობდა არცერთი გონივრული არგუმენტი სპეცრაზმისა და სპეცტექნიკის შეყვანის რეგიონში. ვინ მიიღო ეს უგუნური გადაწყვეტილება, ამ დონის არაკვალიფიციური ადამიანები წყვეტენ სახელმწიფოს საქმეებს. გუშინ პანკისში აიღეს ჯოხები და ქვები, ხვალ შეიძლება სხვაგან მოხდეს ეს,"-აცხადებს „შენების მოძრაობის" ლიდერი.
შეგახსენებთ, რომ ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.