რეზონანსი
22.04.2019

 პანკისის ხეობაში, შეტაკებების დროს დაშავებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი, თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებული სამართალდამცავი მკურნალობას კახეთის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ის ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში მოათავსეს.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრი გუშინ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავდა. მედიკოსების ინფორმაცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვს მიყენებული სამართალდამცველს, ექიმს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარი შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის" სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდან, ბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×