საუდის არაბეთიდან თბილისში გამოქცეული დები ამბობენ, რომ ახლობლებისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი მაჰა და ვაფა ყვებიან, რომ მათ კისრების მოჭრით ემუქრებიან.
„სახლიდან გაქცევა პირველად ხუთი წლის წინ ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, ყველაფერი ვერ გავთვალეთ, - ამბობენ საუდელი დები, რომლებიც ამჟამად სპეციალურ თავშესაფარში იმყოფებიან და აქვთ შიში, რომ შესაძლოა ახლობლებმა საქართველოშიც იპოვონ, ამიტომ მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში ითხოვენ წასვლას.
რაც შეეხება მუქარის შემცველ შეტყობინებებს, რომელიც მათ სოციალურ ქსელში მიიღეს:
„ალაჰის ნებით, თქვენი ბოლო კისრების მოჭრა იქნება, რადგან თქვენ ხართ სირცხვილი მთელი საზოგადოების. იცით, რომ დედათქვენი საავადმყოფოშია და სავარაუდოდ მოკვდება. ჰიპნოთერაპიული ზედამხედველობის ქვეშაა. იცით ძუკნებო?
„მუჰამედი შენს კისერს მომცემს ალაჰის ნებით. აი ნახავთ, მე ჩემს სიტყვაზე ვრჩები და გაგახსენებ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე.