რეზონანსი
22.04.2019

21 აპრილს, პანკისის ხეობაში, მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ დაიწყო, სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ საკითხზე ია მეტრეველი წერს:

"მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა პანკისის მოსახლეობის მიმართ და არა მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს, მაინც მინდა ვთქვა და გავახსენო საზოგადოებას, სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუ არ მეშლება ციფრი, 11 ახალგაზრდის გვამი რომ დაუწყეს, ლაფანყურის ეგრედწოდებული ოპერაციის შედეგად პანკისში და დატირების უფლებასაც რომ არ აძლევდნენ ჭირისუფლებს, მაშინ არ მახსენდება ასეთი " ვაჟკაცური"პროტესტი პანკისელებისგან, ხაზი მინდა გავუსვა, მიშას სპეცნაზის მიმართ.

მემგონი კარგად ჩანდა განსხვავება, გუშინდელი სპეცნაზის მოქმედებების და მიშას სპეცნაზის მოქმედებს შორის . გულწრფელად შემეცოდნენ გუშინ ეს ბიჭები. საშინელი სანახაობა იყო.ასევე მადლობა მინდა, ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, მართლაც ღირსეული მინისტრია. იმედი მაქვს შედგება მოსახლეობასთან სწორი კომინიკაცია და შეთანხმებაც მიღწეული იქნება."- წერს ია მეტრეველი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×