რეზონანსი
22.04.2019

 პანკისის ხეობაში გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ სიმშვიდეა. დღის განმავლობაში ადგილობრივები შეხვედრის გამართვას აპირებენ და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდებიან. როგორც აცხადებენ, ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ. იმავდროულად ადგილობრივები ამბობენ,რომ არ დაუშვებენ ვინმეს დაკავებას.

„რა საჭირო იყო ჯარის ამოყვანა? ვინ უნდა დაიჭირონ? რომელი ერთი უნდა დაიჭირონ? ყველანი ვიყავით მონაწილე“, - ამბობს ადგილობრივი ნოდარ ბორჩაშვილი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისევე გააპროტესტებენ ხეობელების დაკავებას, როგორც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. 

"გამოვალთ როგორც გუშინ. ვისაც დაიჭერენ გამოვიყვანთ. იგივე მდგომარეობაში ვიქნებით. მშვიდობიანად მივედით, იქაც მივალთ. ხეობას თუ დაიჭერენ დაიჭირონ კაცო. უნდათ, რომ აქედან აგვყარონ, სხვა არაფერი", - ამბობს იუსუფ ბორჩაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×