რეზონანსი
22.04.2019

 ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებით უკრაინა ისრაელის შემდეგ გახდება პირველი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ებრაელია. გამოცემა Timesofisrael-ის ცნობით, პარლამენტის მომდევნო არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი იქნება, ებრაელი პოლიტიკოსი, რომელიც ქალაქ ვინიცის მერი იყო. ცნობილია, რომ ზელენსკის დედა, რიმა წარმოშობით ებრაელია და მან ეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს თქვა.

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატ ვოლოდიმირ ზელენსკის ხმათა 73.17 % (12 245 777 ხმა) აქვს, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,50% (4 100 084 ხმა) მიიღო.

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×